ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გაეროს საჯარო სამსახურის ფორუმის მონაწილეებს ტექნოპარკში უმასპინძლა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ჯობავამ გაეროს საჯარო სამსახურის ფორუმის მონაწილეებს თბილისის ტექნოპარკში უმასპინძლა.
შეხვედრაზე თორნიკე ჯობავამ სტუმრებს სააგენტოს მიერ დანერგილი პროგრამები, სტარტაპ-ეკოსისტემის ხელშემწყობი მექანიზმები და ქვეყნის ტექნოლოგიური პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საჯარო სამსახურის ფორუმი (UNPSF 2026) ფოკუსირებულია მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაზე, საჯარო სექტორში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციასა და ეფექტური მმართველობის მოდელების გაძლიერებაზე, რათა გაუმჯობესდეს მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურების ხარისხი.
