ჰაკათონში ,,ციფრული განათლება მომავლისთვის“ გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება გურჯაანის ტექნოპარკში

გურჯაანის ტექნოპარკში, ილიაუნის ორგანიზებით გამართულ ჰაკათონში ,,ციფრული განათლება მომავლისთვის“ გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება გაიმართა. ახალგაზრდებს ARDUINO-სა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრები გადაეცა საჩუქრად.


ახმეტის ინოვაციების ცენტრის ახალგაზრდების გუნდის, My Robot -ის იდეა ციფრული „ჩეტბოტის“ პროტოტიპის შექმნას უკავშირდება, რომლის განხორციელებისთვისაც გუნდი GITA - ს საგრანტო კონკურსებშიც აპირებს მონაწილეობას. გურჯაანის ტექნოპარკის ბენეფიციარების გუნდის ,,მატრიქსის“ იდეა კი ციფრული გლობუსის შექმნაა


გურჯაანისა და ახმეტის ტექნოპარკები გამარჯვებულ გუნდებს სასწავლო უნარების გაუმჯობესებაში ტრადიციულად მომავალშიც დაუჭერს მხარს.