მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

GITA - თან თანამშრომლობით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ახალ საგრანტო ინიციატივას იწყებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ტექნოპარკში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ დაინტერესებულ პირებს წარუდგინა „ბიზნესაქსელერაციის სერვისის პროვაიდერებისთვის აგრო და კვების მრეწველობის ტექნოლოგიების გაძლიერებისა და განვითარების“ ახალი პროგრამა.

ახალი პროგრამის მიზანია, ხარისხიანი ბიზნესაქსელერაციის მომსახურების მიწოდების გზით, თანამედროვე აგრო, ბიო, სურსათის წარმოებისა (AgriTech, BioTech, FoodTech) და სხვა მსგავს საქმიანობებში ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა.

ღონისძიებამ უმასპინძლა საქართველოში მოქმედ ბიზნესის აქსელერატორებს, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.