GITA-ს რეგიონული პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) რეგიონული პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში იმერეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მცხოვრები ინოვაციური მეწარმეებისა და სტარტაპ ეკოსისტემით დაინტერესებული პირებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

პრე-აქსელერაციის პროგრამა რეგიონში მცხოვრები ინოვაციური მეწარმეებისთვის შექმნილი 4-კვირიანი ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული კურსია, რომელიც მონაწილეებს სტარტაპის შექმნის პროცესში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. პროგრამა მოიცავს 8 თეორიულ და პრაქტიკულ მოდულს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები იმუშავებენ გამოცდილ მენტორებთან, მიიღებენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას საკუთარი იდეების დახვეწა/განვითარებისთვის.

პრე-აქსელერაციის პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას. პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული.

მიმდინარე წელს პრე-აქსელერაციის პროგრამა უკვე ჩატარდა სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://apps.mygita.ge/zs/m3CZ2e