GITA - ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკის მეორე ნაკადი დაიწყო

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე ორ ნაკადად ახორციელებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს.

ბანაკის მეორე ნაკადი დაიწყო და მასში მონაწილეობს კონკურსით შერჩეული სხვადასხვა საჯარო სკოლის 75 მოსწავლე მთელი საქართველოდან. (თბილისი –30, კახეთი 20, შიდა ქართლი და მცხეთა-თიანეთი - 10, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 20, აჭარა - 20, სამცხე ჯავახეთი და ქვემო ქართლი - 10, იმერეთი - 10, გურია - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10)

 8 დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს და მიიღებენ საწყის ცოდნას ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც შემდგომ დაეხმარებათ STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში.

8 დღის განმავლობაში მოსწავლეები:

·      იმუშავებენ არდუინოსა და პროგრამირებაზე;

·      მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიკაზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე;

·      გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპმიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში;

·      ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს;

·      მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრებაში.

ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის მოსწავლეები მთელი საქართველოდან STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ. წელს მონაწილეობის სურვილი 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა და მათი აპლიკაციების განხილვის საფუძველზე საერთო ჯამში 150 მონაწილე შეირჩა.