განას რესპუბლიკის დელეგაციის სტუმრობა ტექნოპარკში

GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, ტექნოპარკში, საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (GAACC) მოწვევით, უმასპინძლა განას რესპუბლიკის უფროს მინისტრსა და პრეზიდენტის უფროს მრჩეველს Yaw Osafo-Maafo-ს, პრეზიდენტის მრჩეველს ეკონომიკური მიმართულებით Habibu Adam-ს და Global Africa Trade Advisory Chamber-ის პრეზიდენტს Dominic Oduro-Antwi-ს. ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ძლიერი სტრატეგიული ეკონომიკური და დიპლომატიური პარტნიორობის გაღრმავებას, ტექნოლოგიების, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის დამყარებასა და განვითარებას.