ევროკომისიის დელეგაციის სტუმრობა ტექნოპარკში

GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს დონორებთან ურთიერთობებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ანა ვაშაყმაძემ, თბილისის ტექნოპარკში, უმასპინძლეს ევროკომისიის გენერალური დირექტორის მოადგილეს ზაინ რატსოს, ევროკომისიის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ჯგუფის ხელმძღვანელს სილვია ბოჟინოვასა და  ევროკომისიის განყოფილების ხელმძღვანელს კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით რუტა ზარნაუსკაიტეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა „Horizon Europe“-ის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი მაია ოკუჯავა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ტექნოპარკი და მატერიალურ ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს. შეხვედრისას ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ, ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, კერძოდ კი ქართველი სტარტაპებისა და მეწარმეების ჩართულობის გაზრდის საკითხები „Horizon Europe“-ის პროგრამაში.