150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია - მეთორმეტე რაუნდი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთორმეტე რაუნდის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:
· Cardiostim - უსადენო, დამუხტვადი იმპლანტირებადი „პეისმეიკერი“, რომელიც გააკონტროლებს პაციენტის გულის რითმს.
· Helio.AI - რეკრუტინგის ჭკვიანი სისტემა, რომელიც რითეილ კომპანიებს პროცესების ავტომატიზაციასა და საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში თამაშით ეხმარება.
· BestRooms - მობილური აპლიკაცია, რომელიც ცვლის დაჯავშნის ტრადიციულ მიდგომებს და ორიენტირებულია იმავე დღეს ან რამდენიმე დღით ადრე გადაწყვეტილ ჯავშნებზე.
· Gakvetilo.ge - არაფორმალური განათლების ონლაინ პლატფორმა 11-17 წლის მოზარდებისთვის, რომელიც ნებისმიერი ადგილიდან ინტერაქციული და სტრუქტურულად გამართული კურსების საშუალებით, ხელს უწყობს ბავშვების ცხოვრებისეული და ემოციური უნარების განვითარებას.
· SOS auto - სასწრაფო საგზაო დახმარების აპლიკაცია შენი ავტომობილისთვის ევაკუატორის და ავტო ასისტანსის გამოსაძახებლად.
· MedAdvisor.pro - პლატფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უსაფრთხოდ, სხვა მომხმარებლების გამოცდილების, მდებარეობის, ფასის და სხვა პარამეტრების საშუალებით, მოძებნოს, აირჩიოს და დაგეგმოს სამედიცინო ტური, მიიღოს ონლაინ კონსულტაცია და ჰყავდეს სამედიცინო მრჩეველი.
· Vynity - პლატფორმა B2B მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ჰიდროელექტროსადგურების საათობრივი გამომუშავების ანალიტიკასთან პირდაპირ წვდომას და საპროგნოზო საათობრივ გამომუშავებას, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.
· Ripple - ჩაღრმავებული ინტერვიუების ანალიზის AI პლატფორმა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებსა და პროდუქტის გუნდებს შესაძლებლობას აძლევს, ეფექტურად გატესტონ პროდუქტები და დააგენერირონ მომხმარებლის ქცევა და სტრატეგიული არტეფაქტები.
· Xpos - სტარტაპი ამარტივებს და მობილურ ტელეფონში აერთიანებს გაყიდვების სრულ პროცესს, მათ შორის, საბანკო გადახდებს, ელექტრონულ კომერციას, მიწოდების პლატფორმებს და ლოიალურობის მართვის პროგრამას.
· Bid-Pilot - სტარტაპი ეხმარება გენერალურ კონტრაქტორებსა და უძრავი ქონების დეველოპერებს, გადაჭრას სამშენებლო წინადადებების მომზადებისა და მართვის შრომატევადი და რთული პროცესი. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, პლატფორმა სამშენებლო გეგმებს სწრაფად აქცევს სატენდერო მოწვევად, ავტომატურად ამოიცნობს სატენდერო პაკეტებს ნახაზებში და ეხმარება სატენდერო პროცესის ეფექტურად წარმართვას.
· Skippit - ვერტიკალური ERP მცირე და საშუალო ზომის პროფესიული სერვისების პროვაიდერი ორგანიზაციებისთვის, საშუალებას აძლევს მმართველ გუნდს გამართოს ოპერაციების მენეჯმენტი მსხვილი ორგანიზაციების მსგავსად, ისე რომ ადმინისტრაციული გუნდი არ გაიზარდოს.
· Dispato -ლოჯისტიკის ოპტიმიზაციის ავტომატური ბოტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ეხმარება მანქანების გადამზიდავ კომპანიებს რადიკალურად შეამცირონ „დისპაჩინგზე“ დახარჯული დრო და თანხები.
· #CatchClicker - პირველი ციფრული გაჯეტი მეთევზე სპორტსმენებისთვის და მოყვარულებისათვის, რომელიც ეხმარება მათ ვარჯიშების გაანალიზებაში და ტურნირებში გამარჯვებაში.
· Wenroll - სასწავლო აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს გზად სწავლის გამოცდილებას პერსონალიზირებული მასტერკლასების სახით, რომელსაც წარმოადგენენ დარგის წამყვანი სპეციალისტები ადგილობრივ ენაზე.
· JAVIC - პროექტის ფარგლებში შეიქმნება CARFAX-ის ქართული ანალოგი, რომლითაც ნებისმიერ ავტომფლობელს ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს საკუთარი ავტომობილის ელექტრონული ჟურნალი, ადგილობრივად გატარებული ავტორიზებული სერვისების ასახვით.
· KidNest - ბაღის მენეჯმენტ სისტემა, ადმინისტრაციული პროცესის ავტომატიზირებით, რომელიც აღმზრდელებს მეტ დროს აძლევს, რომ მეტად მოახდინონ ბავშვზე ფოკუსირება და ამავდროულად აწვდის მშობლებს რეალურ დროში განახლებებს.
· ProcureMed - პროექტის ფარგლებში შეიქმნება საავადმყოფოებისთვის ღირებულების ანალიზისა და შესყიდვების პროგრამა. ინოვაციური ინსტრუმენტი მიზნად ისახავს ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებასა და ჯანდაცვის მიწოდების ჯაჭვის მართვისა და მარაგების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებას.
· RADIUM - სამედიცინო რადიოლოგიური ინფორმაციის მართვის სისტემა, რომელიც AI - ისა და cloud ტექნოლოგიების გამოყენებით ეხმარება კლინიკებს, ეფექტურად იმუშაონ პაციენტის დიაგნოსტირებასა და სამედიცინო ინფორმაციის დამუშავებაში.
· sait - „ონლაინ სამოგზაურო აგრეგატორი", რომელიც აადვილებს ავიახაზების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, მატარებლებისა და კერძო ტრანსფერების ბილეთების მოძიებას, შედარებას და შეძენას სატრანსპორტო პროვაიდერების ერთ ონლაინ სივრცეში ინტეგრირებით.
· Altera Audit - პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება, შეაფასოს საკუთარი საგადასახადო რისკები, განსაზღვროს საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების ალბათობა და სთავაზობს ექსპერტულ რეკომენდაციებს გამოვლენილი რისკების მინიმიზაციისთვის.
გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: მარვინ ლიაო, ზაზა ფაჩულია, აიუშ პუმბრა, ბილ რაიჰართი, ჰილა ოვილ-ბრენერი.
დამატებით, ორგანიზაციამ “ქეა კავკასია“ გამოავლინა რჩეული სტარტაპები Wenroll და Helio.AI. თითოეულ მათგანს გადაეცა ფულადი ჯილდო 25 000 ამერიკული დოლარის ოდენობით და შესთავაზა ისეთი არაფინანსური სარგებელი, როგორიცაა ბიზნეს კონსულტაციები და მენტორთან სესიები.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 14 თებერვალს მეთორმეტედ გამოცხადდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯამურად 235 სტარტაპია დაფინანსებული. მეთორმეტე რაუნდში შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.