ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტი
2016 წლის 28 მარტს, საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა 5 წლიან (2016-2021 წელი) სასესხო ხელშეკრულებას საქართველოსათვის 40 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტის განხორციელების მიზნით.
პროექტის განმახორციელებელია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს.
GENIE პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში ფირმებისა და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის გაზრდა და ციფრულ ეკონომიკაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა. აღნიშნულის მისაღწევად დაგეგმილია ინოვაციების რეგიონული და სათემო ცენტრების ფორმირება, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მცირე ბიზნესისათვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მეწარმეებისათვის ციფრული და ელექტრონული წიგნიერების უნარების და შესაძლებლობების განვითარება, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპებისათვის დაფინანსებასთან წვდომის უზრუნველყოფა.
ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი 4 ძირითადი კომპონენტისაგან შედგება: