WEGSTR CNC რუტერი განკუთვნილია ბეჭდური პლატების (PCB) პროტოტიპირებისთვის. მას გააჩნია Auto Level ფუნქცია, რომელიც პლატის დამუშავების პროცესის დაწყებამდე “ასკანერებს” პლატის სიმაღლეს სრულ ზედაპირზე, რაც პლატაზე თანაბარი სიმაღლის ტრასების დატანის შესაძლებლობას იძლევა.
ელექტრონული პლატების გარდა დანადგარს შეუძლია დაამუშაოს რბილი და მყარი პლასტმასი, ხე, ალუმინი, დურალუმინი, MDF, რკინა, სპილენძი, ბრინჯაო, ოქრო, ვერცხლი, ა.შ. დანადგარი ძირითადად განკუთვნილია მკვლევრებისთვის, პროდუქტებისა და PCB დიზაინერებისთვის, ინჟინრებისთვის, მოდელების შემქმნელებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და სხვა.
ტექნიკური მახასიათებლები:
• სამუშაო მაგიდის ზომა - 140 x 200 x 40 მმ;
• სიზუსტე (განმეორებადობა) – 0.02 მმ;
• შპინდელის დიამეტრი - 3.175 მმ;
• სამუშაო ფაილის გენერირება ხდება Gerber ფაილებიდან