WEGSTR CNC რუტერი განკუთვნილია ბეჭდური პლატების (PCB) პროტოტიპირებისთვის.
მას გააჩნია Auto Level ფუნქცია, რომელიც პლატის დამუშავების პროცესის დაწყებამდე “ასკანერებს” პლატის სიმაღლეს სრულ ზედაპირზე, რაც პლატაზე თანაბარი სიმაღლის ტრასების დატანის შესაძლებლობას იძლევა.
ელექტრონული პლატების გარდა დანადგარს შეუძლია დაამუშაოს რბილი და მყარი პლასტმასი, ხე, ალუმინი, დურალუმინი, MDF, რკინა, სპილენძი, ბრინჯაო, ოქრო, ვერცხლი, ა.შ. დანადგარი ძირითადად განკუთვნილია მკვლევრებისთვის, პროდუქტებისა და PCB დიზაინერებისთვის, ინჟინრებისთვის, მოდელების შემქმნელებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და სხვა.
ტექნიკური მახასიათებლები:
სამუშაო მაგიდის ზომა: 140 x 200 x 40მმ
სიზუსტე(განმეორებადობა): 0.02მმ
შპინდელის დიამეტრი: 3.175მმ
სამუშაო ფაილების გენერირება ხდება Gerber ფაილებიდან
მომსახურების ღირებულება:
დანადგარი | |
PCB ბეჭდური პლატების დანადგარი | მომსახურების ღირებულება გამოითვლება ფორმულით: X=300+PCB+C1*3+C2*2 X - მომსახურების ღირებულება PCB - ბეჭდური პლატების რაოდენობა C1 - უნიკალური SMD კომპონენტების რაოდენობა C2 - SMD კომპონენტების სრული რაოდენობა |