ელექტრონულ პლატებზე (PCB) კომპონენტების მონტაჟის დანადგარები

ელექტრონულ პლატებზე (PCB) კომპონენტების მონტაჟის დანადგარები

ხელმისაწვდომი ქალაქები: ტექნოპარკი თბილისი

ტექნოპარკის ფაბლაბში ფუნქციონირებს ბეჭდურ პლატებზე კომპონენტების ავტომატური მონტაჟის შემდეგი დანადგარები: კალის შაბლონის პრინტერი ბეჭდურ დაფაზე , SMD კომპონენტების ავტომატური დალაგების დანადგარი, 5-ზონიანი კონვეიერული სარჩილავი ღუმელი

რობოტული ტიპის დანადგარები გამოიყენება ელექტრონული კომპონენტების ფართო სპექტრის მაღალი სიჩქარით, მაღალი სიზუსტით განთავსებისთვის, როგორიცაა კონდენსატორები, რეზისტორები, ინტეგრირებული სქემები PCB-ებზე, რომლებიც თავის მხრივ გამოიყენება კომპიუტერებში, სამომხმარებლო ელექტრონიკაში, ასევე სამრეწველო, სამედიცინო, საავტომობილო, სამხედრო და ტელეკომუნიკაციების სფეროში.





მომსახურების ღირებულება:

X=300+PCB+C1*3+C2*2, სადაც:

X = მომსახურების ღირებულება

PCB = ბეჭდური პლატების რაოდენობა

C1 = უნიკალური SMD კომპონენტების რაოდენობა

C2 = SMD კომპონენტების სრული რაოდენობა

ფაბლაბის დაჯავშნა