CNC რუტერი არის 3D პროგრამირებადი ჩარხი, რომელიც ახორციელებს ჭრასა და ბურღვას კომპიუტერული ციფრული კონტროლის პრინციპით.
ჩარხი მუშაობს ხეზე, ორგანულ მინაზე, მეტალზე, მაღალი სიმკვრივის ქაფზე და სხვა ტიპის მყარ მასალაზე. პროგრამირებადი ჩარხი 4-ღერძიანია და შესაძლებლობას აძლევს ინოვატორებს, მეწარმეებსა და ხელოვანებს შექმნან 2D და 3D პროტოტიპები და დაამზადონ ყალიბები ისეთი სიზუსტით, რომლის ხელით შექმნაც შეუძლებელია ან საჭიროებს გაცილებით მეტ ადამიანურ და დროის რესურსს.
მომსახურების ღირებულება:
დანადგარი | ფიზიკური და იურიდიული პირი | სტუდენტი/ მოსწავლე |
ფერადი ლითონები 1წთ - 3.50 ₾; | ფერადი ლითონები 1წთ - 1.75 ₾; | |
CNC რუტერები | შავი ლითონები 1წთ - 7 ₾; | შავი ლითონები 1წთ - 3.50 ₾; |
სხვა მასალები 1 წთ - 1,2 ₾ | სხვა მასალები 1 წთ - 0.6 ₾ |
ტექნიკური მახასიათებლები:
სამუშაო არე 2000 x 1500 x 200 მმ.
მასალები ხე, ორგანული მინა, პლასტმასი, ფანერა და სხვა რბილი მასალები;