Elegoo Saturn 3 12K 3D პრინტერი იყენებს 10 ინჩიან 12K მონო LCD ეკრანს 11520x5120 გარჩევადობით და XY გარჩევადობით 19x24 მიკრონი, რაც საშუალებას იძლევა შექმნას რთული მოდელები შესანიშნავი დეტალებითა და განსაკუთრებული სიმკვეთრით. მარტივად რომ ვთქვათ დაბეჭდილ ობიექტზე ვერ შენიშნავთ ბეჭდვის ფენებს.
პრინტერი იყენებს რეზინის სითხეს ბეჭდვისთვის და შეუძლია 70 მმ/სთ სიჩქარით ბეჭდვა. პრინტერი იდეალური საშუალებაა როგორც პროტოტიპირებისთვის ასევე ფუნქციური ნაწილების საწარმოებლად. მისი მთავარი მახასიათებელი გახლავთ საიუველირო სიზუსტით ბეჭდვა.
ტექნიკური მახასიათებლები:
მასალის ტიპი: ABS-like Resin V2.0
ფენის სისქე: 0.01-0.2mm
საბეჭდი მოცულობა: 305.9 x 273 x 567.3 მმ³
მომსახურების ღირებულება:
დანადგარი | ფიზიკური და იურიდიული პირი | სტუდენტი |
3D პრინტერი I კატეგორია | 1 სმ3 - 2 ₾ | 1 სმ3 - 1 ₾ |
3D პრინტერი II კატეგორია | 1 გ - 2 ₾ | 1 გ - 1 ₾ |
3D პრინტერი III კატეგორია | 1 მ - 3 ₾ | 1 მ - 1.5 ₾ |