ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კასპის ტექნოპარკსა და პროფესიულ კოლეჯს შორის

კასპის ტექნოპარკსა და პროფესიულ კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც მხარეები უზრუნველყოფენ სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით.


მემორანდუმის გაფორმების შემდგომ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე ,,ინოვაციების მხარდაჭერა საქართველოში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესიული კოლეჯისა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, სტუდენტები, სტარტაპერები, რომლებიც კასპის ტექნოპარკის სივრცეში მუშაობენ და საკუთარი სტარტაპ იდეების განსახორციელებლად ტექნოპარკის რესურსებს იყენებენ.