ტექნოპარკები და ინოვაციური ცენტრები ორიენტირებულია განავითაროს საქართველოში ტექნოლოგიების და ინოვაციებისეკოსისტემა.
ტექნოპარკი წარმოადგენს ფიზიკურ სივრცეს, სადაც აკუმულირებულია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო დაპროფესიონალური რესურსები და მიზნად ისახავს ემსახუროს საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისგანვითარებას.
ტექნოპარკი, თავისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ხელს უწყობს მაღალტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესებისჩასახვასა და ზრდას, რომელიც
კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზრებზე. აერთიანებს რა ინტელექტუალურ რესურსსა და ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, ტექნოპარკი წარმოადგენს ინოვაციებზე ორიენტირებული სტარტაპ ეკოსისტემის
ერთ-ერთ მთავარ ელემენტს, ხოლო მისი დინამიური, განახლებადი დაგანვითარებადი ხასიათი აქცევს მას ცვლილებებისა და განვითარების ეპიცენტრად.
იგი აერთიანებს ინკუბატორებს, სასწავლოცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე საოფისე, საერთო-სამუშო და რეკრეაციულ სივრცეებს. პარკი უზრუნველყოფს წვდომასტრენინგ-ცენტრებსა და შოურუმებზე.
ინოვაციური ცენტრები თავის მხრივ, წარმოადგენს მინი ტექნოპარკებს და შედარებით მცირე მასშტაბით მომხმარებელს ლოკალურად სთავაზობს იმავე სერვისებს, რასაც ტექნოპარკები.
როგორც ტექნოლოგიებთან და ზოგად ინფრასტრუქტურასთან, ასევე აღიარებული მენტორების მეშვეობით საერთაშორისო გამოცდილებასთან და ცოდნასთან წვდომის უზრუნველყოფით, ერთობლიობაში ტექნოპარკი წარმოადგენს ადგილს სადაც კომფორტული გარემოა შექმნილი იდეიდან ბაზარზე გასული, ჩამოყალიბებული ბიზნეს მოდელის მქონე სტარტაპის ჩამოყალიბებამდე მანძილის გასავლელად.