კომპონენტი გულისმოხმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ხელშეწყობას საგრანტო კონკურსების საშუალებით. ინოვაციური იდეების ხელშეწყობის მიზნით, პროექტით გათვალისწინებულია 2 ტიპის დაფინანსება: სტარტაპების თანადაფინანსების გრანტი და ინოვაციების თანადაფინანსების გრანტი.
ამ კომპონენტის ფარლებში, ერთწლიანი პროექტის განხორციელებისათვის გაიცემა მაქსიმუმ 100’000 ლარის ოდენობის გრანტი. პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10% თანადაფინანსების სახით, განმცხადებლის მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
ინოვაციების გრანტი შესაძლებელია დაფინანსდეს მაქსიმუმ 500’000 ლარით და ორწლიანი განხორციელების ვადით. პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 30% თანადაფინანსების სახით, განმცხადებლის მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
დეტალური ინფორმაცია გრანტებთან დაკავშირებით იხილეთ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების პორტალზე: www.grants.gov.ge
მაღალი ხარისხის განაცხადების უზრუნველსაყოფად საგრანტო კონკურსში მონაწილე პირებს გაეწევათ ტექნიკური დახმარება საინფორმაციო დღეების ტრენინგების და სემინარების სახით, სადაც ისინი გაეცნობიან განაცხადის შევსების წესებს და აგრეთვე დახმარებას მიიღებენ საინვესტიციო კომიტეტის წინაშე ინტერვიუსთვის მომზადების კუთხით.