საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარის ფარგლებში მცირე გრანტების პროგრამა არის თემატური დაფინანსების მექანიზმი, რომლის მიზანია სტარტაპების შექმნის და განვითარების ხელშეწყობა. ღია კონკურსის გზით და დადგენილი კრიტერიუმებით შერჩეული აპლიკანტები დაფინანსდებიან 3 მიმართულებით:
საგრანტო განაცხადი, რომელიც ორიენტირებულია სტარტაპის შექმნაზე, შემოსავლებისა და ტექნოლოგიის განვითარების კუთხით დამატებითი დაფინანსების მოძიებაზე მიენიჭება უპირატესობა.
დაფინანსების მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და რეზიდენტ ფიზიკურ პირებს (იხ. გრანტების შესახებ საქართველოს კანონი).
საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. საგრანტო განაცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საპროექტო განაცხადების დაფინანსების შესახებ და შედეგების შესახებ ამცნობს პროექტის ავტორს.
მცირე გრანტების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გრანტების პორტალს - www.grants.gov.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 32 2 00 44 82.