საერთაშორისო პარტნიორები - MoUs + Countries

2016 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს (TTU) შორის გაფორმდა მემორანდუმი საერთო კვლევითი და განვითარების აქტივობების განსახორციელებლად. მემორანდუმის ფარგლებში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან არსებული ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის “Mektory” ბაზაზე საქართველოს წარმომადგენლობის, ე.წ. კულტურული ოთახის, გახსნაა დაგეგმილი.

2016 წლის 6 მაისს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიები სააგენტოსა და კორეის ეროვნული ინფორმაციული საზოგადოების სააგენტოს (National Information Society Agency (NIA) შორის გაფორმდა მემორანდუმი საქართველო-კორეის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ცენტრის შექმნისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის მიზნით. შედეგად, მ/წ 13 დეკემბერს კორეის მთავრობის მხარდაჭერის ფარგლებში თბილისში გაიხნა პირველი ინფორმაციაზე დაშვების ცენტრი, სადაც სპეციალიზირებული დანადგარების საშუალებით შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის უსინათლო და სუსტი მხედველობის მქონე პირს, საკუთარი ბიზნეს იდეების ფორმირება და შესაბამისი ცოდნის მიღება (ტრენინგები, ბიზნეს ლიტერატურა). აღნიშნული ემსახურება მეწარმეობის ინკლუზიურ განვითარებას.

2017 წლის 7 მარტს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიები სააგენტოსა და . იაზდის სამეცნიერო და  ტექნოლოგიურ პარკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მთავარ საგანს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება სტარტაპების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის მიზნით 2017 წლის 18 აპრილს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ლიტვის ინოვაციის ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.

#

ორგანიზაცია

გაფორმების თარიღი

აღწერილობა/მიზანი

ხელმომწერი პირი სააგენტოს სახელით

მეორე ხელმომწერი პირი

ორგანიზაციის ვებ-გვერდი

1

 

„ევროპული სკოლა“

6 ივლისი, 2017

-თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში.

-ერთობლივი ღონისძიებების, პროგრამების დაგეგმვა/განხორციელება

გიორგი ზვიადაძე

სკოლის დირექტორი -ნანა მოსიძე

http://europeanschool.ge/ge/

 

2

სსიპ „აწარმოე საქართველოში“, სსკ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა

28 ივლისი, 2017

-ხელშეწყობა მეწარმე სუბიექტებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე და ევროპულ სერვისებზე წვდომის და პარტიორის მოძიების კუთხით

-ქართველი კომპანიების დახმარება EEN (Enterprise Europe Network)  ქსელში რეგისტრაციასა და  უცხოელი პარტნიორის მოძიებაში.

-ერთობლივი ღონისძიებების გამართვა EEN-ის ქსელის ცნობადობის ამაღლებისა და ქართული კომპანიების ჩართულობის მიზნით.

გიორგი ზვიადაძე

დირექტორი-მარიანა მორგოშია, პრეზიდენტი -ნინო ჩიქოვანი

http://enterprisegeorgia.gov.ge/

 

 

 

 

http://www.gcci.ge/

 

3

თვითმმართველი ქალაქ თელავი

3 აგვისტო, 2017

GENIE-ის პრიექტის ფარგლებში თელავში  რეგიონალური ტექნოპარკის გახსნა (შენობის რეაბილიტაცია), ტექნოპარკისთვის გამოყოფილ შენობაში სარემონტო სამუშაოების განხორციელება და ტექნოპარკის აღჭურვა

გიორგი ზვიადაძე

თვითმმართველი ქალაქ თელავის მერი- პლატონ კალმახელიძე

http://telavi-gov.ge/

4

სსიპ „აწარმოე საქართველოში“, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

10 აგვისტო, 2017

-თანამშრომლობა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირის პროექტის -„სამოქალაქო საზოგადოება-მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ განხორციელების მიზნით

-საქართველოში  მეწარმეობის განვითარების მიზნით ერთობლივი პროგრამების შემუშავება/განხორციელება

გიორგი ზვიადაძე

დირექტორის მოადგილე -ზვიად ქვლივიძე, დირექტორი-ნინო ევგენიძე

http://enterprisegeorgia.gov.ge/

 

 

http://www.eprc.ge/

5

საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“

15 აგვისტო, 2017

-საგანმანათლებლო სფეროში ერთობლივი ღონისძებების/პროგრამების დაგეგმვა/განხორციელება

- ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების ბენეფიციარებს შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება; აგრეთვე ინოვაციების მხარდაჭერა/ განვითარება

გიორგი ზვიადაძე

დირექტორი-თათია ხოჭოლავა

http://prevention.gov.ge/

6

მასაჩუსეტის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინიციატივების- MISTI ევრაზიის პროგრამის ფარგლებში)

1 სექტემბერი, 2017

-გლობალური სასწავლო ლაბორატორიების (GTL) პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა

გიორგი ზვიადაძე

MISTI-ის ევრაზიის პროგრამის მენეჯერი-ეკატერინა ზაბროვსკაია

http://misti.mit.edu/

7

ქალაქ ახმეტის მუნიციპალიტეტი (შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში ცვლილებების შეტანის შესახებ

5 ოქტომბერი, 2017

-GENIE-ის პრიექტის ფარგლებში ახმეტაში ინოვაციების ცენტრის გახსნა და ცენტრისთვის გამოყოფილ შენობაში სარემონტო სამუშაოების განხორციელება, ცენტრის აღჭურვა.

ავთანდილ კასრაძე

ქალაქ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ბექა ბაიდაური

http://www.akhmeta.gov.ge/

8

საინვესტიციო სერვისების ცენტრი

24 ოქტომბერი, 2017

-სტარტაპების ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა ორივე ქვეყანაში

-ერთობლივი საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება

-ქართული ეკონომიკური პროექტების ადაპტაცია EU-ს ფონდების  პოზიტიური რეკომენდაციების მისაღებად

-IT, Blockchain, SmartCity მიმართულებით თანამშრომლობა

გიორგი ზვიადაძე

 

 

პრეზიდენტი -ჰუან დავი ფერერი

http://investpl.eu/en

9

ააიპ განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისთვის

30 ნოემბერი, 2017

-სააგენტოს მიერ ორგანიზებულ დემო დღეებზე ფონდის მონაწილეობის უზრუნველყოფა, სამომავლოდ სტარტაპებში ინვესტიციის განხორციელების მიზნით

-ფონდის სტარტაპების სააგენტოს სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა/ხელშეწყობა

-ჰაკათონებისა და კრეათონების ერთობლივი ორგანიზება

-ფონდის თანამონაწილეობა სტარტაპების დაფინანსების მექანიზმებში

გიორგი ზვიადაძე

პრეზიდენტი- თამაზ სომხიშვილი

http://tsfund.ge/index.php?lang=geo

 10

აზერბაიჯანის მაღალი ტექნოლოგიების პარკი

6 დეკემბერი, 2017

-ქართველი და აზერბაიჯანელი სტარტაპების და ინოვატორების ბიზნეს აქტივობების მხარდაჭერა

-გამოცდილების გაზიარება ICT -სა და მაღალ ტექნოლოგიებში

-ენჯელ/ვენჩურულ ინვესტორებსა და ფონდებთან დაკავშირება;სტარტაპებისთვის pitching სესიების მოწყობა

-ორივე ქვეყნის ბაზრებზე შესვლის ხელშეწყობა, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა

-ბიზნეს ინკუბატორის და აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა

-საჭიროების შემთხვევაში სტარტაპებისთვის სამუშაო სივრცის გამოყოფა ტექნოპარკებში

გიორგი ზვიადაძე

დირექტორი -კენან ბაირამოვი

http://hightech.az/

11

ხარისხის მართვის და ინოვაციების ლიტვის ასოციაცია

8 დეკემბერი, 2017

-ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება

-ინოვაციების, ტექნოლოგიების, ICT და R&D კომერციალიზაციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;

-EU- ს შესაბამის ინიციატივების ფარგლებში თანამშრომლობა

--ენჯელ/ვენჩურულ ინვესტორებსა და ფონდებთან დაკავშირება;სტარტაპებისთვის pitching სესიების მოწყობა

-ორივე ქვეყნის ბაზრებზე შესვლის ხელშეწყობა

-ქართველი სტარტაპების მხარდამჭერი პროგარმების ფარგლებში თანამშრომლობა

 

გიორგი ზვიადაზე

პრეზინდეტი -დალიუს სერაფინასი

http://qualityassociation.lt/

12

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია

27 დეკემბერი, 2017

-უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პროექტებში ჩართულ პირთა წვდომა სამრწველო ინოვაციების ლაბორატორისთან

-Boot Camp ბანაკებში ასოციაციის წევრი უნივესიტეტების სტუდენტთა მონაწილეობის ხელშეწყობა

-სასწავლო პროცესში ტექნოპაკის სპეციალისტთა მოწვევა

გიორგი ზვიადაზე

პრეზიდენტი -კონსტანტინე თოფურია

https://apu.ge/ka

13

კორეის ტექნოპარკების ასოციაცია

16 იანვარი, 2018

-ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება

- ორივე ქვეყნის სტარტაპების და ინოვატორებისათვის  თანამშრომლობის ხელშეწყობა ტექნოლოგიების, ტექნოლოგიების გადაცემის და კომერციალიზაციის მიმართულებით

 

 

 

 

გიორგი ზვიადაზე

პრეზიდენტი -კვანგ ეუი პუნი

http://www.technopark.kr/

14

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“

16 იანვარი, 2018

-საქპატენტის ჩართულობა სააგენტოს მიერ განსახორციელებელ საგრანტო თანადაფინანსების პროგრამაში.

ავთანდილ კასრაძე

თავმჯდომარე- ნიკოლოზ გოგილიძე

http://www.sakpatenti.gov.ge/ka/

15

ფრანკ ჯგუფი

1 თებერვალი, 2018

-ტექნიკური გამოცდილების გაზიარება ინოვაციების, მეცნიერების, ტექნოლოგიების სფეროში

-ერთობლივი სამეცნიერო და აკადემიური აქტივობების ორგანიზება/მონაწილეობა

-ენჯელ/ვენჩურულ ინვესტორებსა და ფონდებთან დაკავშირება;

-online და offline პროგრამების შემუშავება

-ორივე ქვეყნის ბაზარზე შესვლის ხელშეწყობა

გიორგი ზვიადაზე

პარტნიორი -ელად ფრანკ

https://www.frankgroup.com/

16

მინსკის ქალაქის ტექნოპარკი

22 მარტი

2018

 

 

-  ერთობლივი მონაწილეობა ღონისძებების ორგანიზებასა და ჩატარებაში

-ინფორმაციის გაზიარება მხარეების საქმიანობების შესახებ

-ერთობლივად შემუშავება კონცეფციის სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების განსახორციელებლად

-ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით საერთო პროექტების და ღონისძიებების შემუშავება/ორგანიზება

 

გიორგი ზვიადაზე

დირექტორი-ვლადიმერ ალექსანდროვიჩ დავიდოვიჩი

http://mgtp.by/