სტარტაპი "ველი"  2018 წელს დაარსდა, ხოლო 2019 წელს გაიმარჯვა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს100,000 ლარიანი თანადაფინანსების პროგრამაში და მიიღო 100,000 ლარიანი გრანტი. 


სტარტაპი ველი (www.wely.me) ქმნის ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ შენობის მართვის სისტემებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და ეხმარება მათ უკეთ მართონ ყოველდღიური პროცესები, გაზარდონ შემოსავლები და მნიშვნელოვნად შეამცირონ კომუნალური და ოპერაციული ხარჯები. სტარტაპის საქმიანობა მოიცავს როგორც უშუალოდ მოწყობილობების შექმნა-წარმოებას ასევე მათ სამართავ სისტემასა და პროგრამულ უზრუნველყოფას. ბაზარზე არსებული კომპანიებისგან განსხვავებით სტარტაპის მიზანია ჭკვიანი, თანამედროვე და ხელმისაწვდომი სისტემების შექმნა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი ტიპის მომხმარებელი შეძლებს სარგებლის მყისიერად მიღებას. 
საკონტაქტო ინფორმაცია:
დამფუძნებელი პროექტი სფერო დაფინანსება დაარსების წელი დასაქმებული
თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა 100 000 2018 5