თელავში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა

თელავში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა, რომელიც ოთხ დღეს გაგრძელდება და განკუთვნილია 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის თელავიდან. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი დაესწრნენ.

ბანაკი მოიცავს სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ. სასწავლო პროცესის მსვლელობისას მონაწილეები გაიცნობენ და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ ამ სფეროებში მოღვაწე პროფესიონალებისგან.

თელავში ახალგაზრდული ბანაკი იმართება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თელავის მერიისა და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით.