ავთანდილ კასრაძემ პარიზში, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის დიალოგში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ პარიზში გაერთიანებული ერების გარემოს დაცვის პროგრამის დიალოგში “Exploring Blockchain Technology and Environmental Sustainability” მიიღო მონაწილეობა

ავთანდილ კასრაძემ მიმდინარე სესიის ფარგლებში ,,ბლოკჩეინ ტექნოლოგიების როლი გარემოს დაცვითი მდგრადობის გაუმჯობესებაში’’ ისაუბრა საქართველოში გატარებული იმ რეფორმების შესახებ, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელდა, ასევე სამომავლო გეგმებზე თუ რას აპირებს ქვეყანა ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. 


სხდომაზე გაეროს მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანას ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში.