ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ევროპის ბიზნეს ენჯელების ქსელის (European Business Angels Network - EBAN) სრულფასოვანი წევრი გახდა

23 ივლისს, ქ.ბრიუსელში გაიმათა ხელმოწერის ცერემონია, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა.

EBAN -ი წარმოადგენს ენჯელ ინვესტორთა ევროპულ გაერთიანებას, რომელიც 50-ზე მეტი ქვეყნიდან 150-ზე მეტ წევრ ორგანიზაციას აერთიანებს. EBAN წელიწადში სტარტაპების განვითარებაში დაახლოებით 7.5 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.

EBAN -ის წევრობა ქართველ სტარტაპებს აძლევს შესაძლებლობას წარადგინონ თავიანთი ინოვაციური პროექტები ევროპელი ინვესტორების წინაშე, ასევე ხელს უწყობს ევროპული პირდაპირი ინვესტიციის შემოტანას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაეხმარება ქართულ სტარტაპებს გახდნენ უფრო გლობალური კომპანიები და გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე.