PowerPoint Karaoke ,,ტერმინალში''

წარმოიდგინეთ, აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციას ატარებთ, ისე რომ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა თემას ეხება თქვენი გამოსვლა. ყველაზე გაბედული და თამამი სტარ­ტა­პები, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნები და სტუ­დენ­ტები ,,ტერმინალში“ PowerPoint Karaoke-ს ღონისძიებაზე შეიკრიბნენ. შეხვედრა Tbilisi Startup Bureau- ს ორგანიზებით უკვე მეორედ გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე ორგანიზატორებმა სხვადასხვა თემაზე PowerPoint პრეზენტაციები მოამზადეს.

შეხვედრის მსვლელობისას ნებისმიერ მონაწილეს შეეძლო აუდიტორიის წინაშე ექსპრომტად წარედგინა პრეზენტაცია, რომლის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა. თითოეული პრეზენტაციის შემდეგ ჟიურის წევრები და შეხვედრის სტუმრები სპიკერებს სამ კითხვას უსვამდნენ. შეფასების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა სპიკერის იმპროვიზაციის უნარს ენიჭებოდა. გამარჯვებულებიც ჟიურიმ სწორედ ამ ნიშნით გამოავლინა.

ღონისძიების სტუმრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ მიმართა. მან დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფოს ის პროგრამები და პროექტები წარუდგინა, რომლითაც მთავრობა აქტიურად ეხმარება და გვერდში უდგას სტარტაპებს. ავთანდილ კასრაძის თქმით, სახელმწიფოს ჩართულობა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.