ავსტრიის ელჩი სტუმრად ტექნოპარკში

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ავსტრიის ელჩი არად ბენკო სტუმრობდა. სტუმარს ტექნოპარკში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ლაშხმა უმასპინძლა. ავსტრიის ელჩმა დაათვალიერა ტექნოპარკი და გაეცნო ფაბლაბში არსებულ შესაძლებლობებს. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე. ქართულმა მხარემ გამოხატა ინტერესი Startup Matching Grants Program-ის ფარგლებში ავსტრიული მხარის მხარდაჭერაზე.