,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის'' კონკურსის დაჯილდოება

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. პირველ ადგილზე გიმნაზია AIA GESS - ის პროექტი ,,რობოტი ლაბორანტი” გავიდა. მოსწავლეები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ დააჯილდოვა. გამარჯვებული პროექტის ავტორები აშშ-ში NASA - ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან. ღონისძიების ფარგლებში მე-8-მე-12 კლასის მოსწავლეებმა ბათუმის, ვანის, ხონის, თელავის, სოფელ პატარძეულისა და თბილისის სკოლებიდან სტუმრებისა და დამთვალიერებლების წინაშე საკუთარი ინოვაციური გამოგონებები და პროექტებიც წარადგინეს.