საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA-სა და უზბეკეთის რესპუბლიკის ინოვაციური განვითარების სამინისტროს შორის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ინოვაციური განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გამოცდილების გაზიარება ინოვაციებისა და ტექნოლოების სფეროში, ასევე ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელება.

მემორანდუმს უზბეკეთის მხრიდან ხელი მოაწერა ინოვაციური განვითარების მინისტრის მოადგილემ ბატონმა ამირჯონ ნაზაროვმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში ზურაბ აბდუშელიშვილი და უზბეკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაჰრომ აშრაფკჰონოვი.