საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

შეხვედრა GITA - ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეხუთე რაუნდის გამარჯვებულებთან

ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულ სტარტაპებს პროგრამის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში დამატებითი შესაძლებლობებისა და პრიზების შესახებ გააცნეს ინფორმაცია.

  • თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებს შესაძლებლობა აქვთ შეავსონ Economic Security Program - ის Market acceleration program grant- ი. მათგან სამი სტარტაპი გრანტით დაჯილდოვდება.
  • იმფაქთ ჰაბ თბილისი საქართველოში ჰოლანდიის საელჩოსთან ერთად გამარჯვებული სტარტაპებისთვის აწესებს Startup Fellowship "Orange"- ს. შეირჩევა 6 სტარტაპი,  რომელიც  4 თვის განმავლობაში მიიღებს ჰაბის საწევროს, რაც გულისხმობს  სამუშაო სივრცით 24/7 სარგებლობას, ინდივიდუალურ კოლსულტაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის პროფესიონალებთან კონტაქტების დამყარებას და გამოცდილების გაზიარებას.
  • საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ,, ნექსია თიეი“  გამოავლენს ორ რჩეულ სტარტაპს  და საჩუქრად გადასცემს შემდეგ მომსახურებებს:

—გუნდის ორი წევრისთვის ტრენინგი ნექსია აკადემიაში საგადასახადო და ფინანსურ საკითხებზე

—GITA - ში წარსადგენი ფინანსური ანგარიშგებების მომზადება 1 წლის განმავლობაში.

შეთავაზება გამარჯვებულ ოცეულს:

—ბუღალტრული მომსახურება სპეციალურ ფასად - 300 ლარი ( დღგ-ს გარეშე) 

—GITA - თვის ფინანსური ანგარიშგებების მომზადება უფასოდ გრანტის მთელი პერიოდის განმავლობაში.