საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

შეხვედრა სტარტაპებთან

GITA - ს ინიციატივით თანადაფინანსების გრანტების პროგრამის იმ მონაწილეებისთვის, რომლებიც ვერ გადავიდნენ ფინალურ ეტაპზე, USMAC - ის ექსპერტების თანამონაწილეობით, შეხვედრა გაიმართა. სტარტაპებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დისკუსიის რეჟიმში ემსჯელათ არსებული კითხვებისა და მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: რა კრიტერიუმებით აფასებენ სარისკო კაპიტალის ინვესტორები სილიკონ ველიდან ქართულ სტარტაპებს, რა ტიპის ბიზნესებს აფინასებს 100 000 ლარიანი გრანტების პროგრამა, რა არის ინოვაცია, რას უნდა აკეთებდეს სტარტაპი საწყის ეტაპზე, გლობალური თუ ლოკალური ბაზარი და სხვა.

სტარტაპებმა მათთვის აქტუალურ ყველა თემაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.