საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 40 ფინალისტი სტარტაპი გამოვლინდა

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 40 ფინალისტი სტარტაპი გამოვლინდა. 27-29 სექტემბერს  100 000-ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად ფინალისტები საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარსდგებიან. საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ შემოვიდა 322 განაცხადი და ხარისხობრივი შეფასების შედეგად შეირჩა 40 პროექტი.

თითოეულ აპლიკანტს აქვს შესაძლებლობა პორტალის მეშვეობით მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია  პროექტის შეფასების, მიღებული ქულებისა და  ექსპერტთა რეკომენდაციების შესახებ.

ფინალურ ეტაპზე გადასული სტარტაპები 12-დან 17 სექტემბრის ჩათვლით,  თბილისის ტექნოპარკში (მისამართი: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7) გაივლიან სპეციალურ ტრენინგს, რომლის ფარგლებში საერთაშორისო ტრენერები (ე. წ. „ქოუჩები“) შერჩეულ გუნდებს მოამზადებენ ფინალურ ეტაპზე საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პრეზენტაციების წარსადგენად. ხოლო 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის საბოლოო გამარჯვებულები 29 სექტემბერს გამოვლინდებიან.

იხილეთ 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამაში უარყოფილი სტარტაპების შეფასების ცხრილი ქულებით.