,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“ - გაცნობითი ხასიათის შეხვედრა

ტექნოპარკში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა პროექტის ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“ მონაწილეებისთვის გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეული იყო ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი და ლექტორი სანდრო კანდელაკი, რომელმაც ბიზნესის განვითარების გზებსა და ამ პროცესში მოტივაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება სტარტაპ ,,ჰენდის” წარმომადგენელმა გაუზიარა. სოფი გურასაშვილმა პირველი ნაბიჯები სწორედ პროექტში ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად’’ გადადგა და დღეს წარმატებულად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე.
მონაწილე გუნდებს პროექტის ფარგლებში ჩაუტარდებათ აქტიური ტრენინგები და მენტორშიპი, ისინი ორი თვის განმავლობაში პროდუქტს ფაბლაბში შექმნიან და შემაჯამებელ გამოფენა-გაყიდვაზე მომხმარებელს წარმოებულ პროდუქციას გააცნობენ.