თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ღია სივრცეში ProductTank Tbilisi - ის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას GITA და თბილისი სტარტაპ ბიურო წარმოადგენს. ProductTank ყოველთვიური შეხვედრების სერიაა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროს წარმატებული წარმომადგენლები საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებენ.
ProductTank Tbilisi - ის ოფლაინ შეხვედრის მომხსენებლები იყვნენ:
- მარიამ კოპაძე, Silknet - სილქნეტი-ის კომერციული დირექტორის მოადგილე,
ისაუბრებს ახალ პროდუქტებსა და Silknet-ის სხვა სიახლეებზე. - თეა ტურაშვილი, Silknet - სილქნეტი-ის ციფრული პროდუქტების ხელმძღვანელი, მოგვიყვება მათი ახალი ციფრული პროდუქტის - ინტერნეტ მშობლის შესახებ, რომელიც იცავს ბავშვებს ინტერნეტ საფრთხეებისგან.
- გიორგი ჩუგოშვილი, Phubber App-ის თანადამფუძნებელი, სასაუბრო თემა - „დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი”
- ლადი გაბუნია, Echolize-ის თანადამფუძნებელი, ოპერაციული ხელმძღვანელი და პროდუქტის მენეჯერი, ისაუბრებს ინფლუენს მარკეტინგის პლატფორმაზე Echolize და Product Market Fit-ის შესახებ.
შეხვედრა ღია ცის ქვეშ ავთერფართით დასრულდა.