საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

შეხვედრა ტურიზმის სექტორის სტარტაპებთან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, GITA- ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს 
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ტექნოპარკში ტურიზმის
სექტორში მომუშავე სტარტაპების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა და გამოიკვეთა 
რამდენიმე საინტერესო მიმართულება, ასევე დაიგეგმა კონკრეტული თანამშრომლობის ნაბიჯები, 
რომელიც დაეხმარება ქვეყანას სწრაფად და ეფექტიანად გამოვიდეს ტურიზმის სფეროში შექმნილი კრიზისიდან.