საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ბათუმის ტექნოპარკის მშენებლობა

GITA - ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე აჭარას ეწვია და ბათუმის ტექნოპარკის მშენებლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად დაათვალიერა. ბათუმის ტექნოპარკი სექტემბერში გაიხსნება და აღჭურვილი იქნება ყველა იმ  მომსახურებითა და სერვისით, რომლითაც საქართველოს სხვა ტექნოპარკების მომხმარებლები სარგებლობენ. ტექნოპარკი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პროექტს წარმოადგენსრომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნასა და განვითარებაზე.