საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

გურჯაანის ტექნოპარკის მშენებლობა

GITA - ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე  კახეთს ეწვია და გურჯაანის ტექნოპარკის მშენებლობა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი ქადაგიშვილთან და გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან დავით სონღულაშვილთან ერთად დაათვალიერა.

გურჯაანის ტექნოპარკი აღჭურვილი იქნება ყველა იმ  მომსახურებითა და სერვისით, რომლითაც საქართველოს სხვა ტექნოპარკების მომხმარებლები სარგებლობენ.  

ტექნოპარკი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პროექტს წარმოადგენსრომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნასა და განვითარებაზე.