საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

28 მაისი, 2020 - საინფორმაციო დღე „ICT ტრენინგების ვირტუალური საინფორმაციო დღე”

"საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ტრენინგ პროვაიდერის შესარჩევად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 500 სპეციალისტის გადამზადება ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT), მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ შემოურთდეთ ICT ტრენინგების ვირტუალურ საინფორმაციო დღეს, რომელიც გაიმართება ვიდეო კონფერენციის ფორმატში, ხუთშაბათს, 28 მაისს, 17:00 საათზე.

 

პროგრამის პრეზენტაციის და კითხვა-პასუხის შემდგომ, სიტყვა გადაეცემათ ICT ტრენინგ პროვაიდერებს, ვისაც სურთ წარადგინონ თავიანთი ორგანიზაცია ან მოიძიონ ადგილობრივი / საერთაშორისო პარტნიორი ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.