საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

კონკურსი: „ინოვაციური სტარტაპების აქსელერატორი“

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო EFSE-ს მეწარმეობის აკადემიასთან თანამშრომლობით აცხადებს  კონკურსს „ინოვაციური სტარტაპების აქსელერატორი“.

კონკურსში გამარჯვებული კომპანია, EFSE Entrepreneurship Academy-ისგან მიიღებს 50 000 ევროს დაფინანსებას, ხოლო 500 Georgia პროგრამის ფარგლებში გაუკეთებს ე.წ. Job Shadowing-ს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების პროცესში მუშაობის გამოცდილება;
  • საუკეთესო  საერთაშორისო პრაქტიკის განთვალისწინებით  მდგრადი აქსელერატორის სამოქმედო გეგმისა  და 12 თვის ბიუჯეტის წარდგენა;
  • გუნდის წევრების CV- ის წარდგენა ინგლისური ენის ცოდნის დადასტურებით;
  • დამატებითი პარტნიორების, ინვესტორებისა და დაფინანსების შემდგომი მობილიზაციის გეგმის წარდგენა, მომავალი თაობის სტარტაპებისთვის კაპიტალთან წვდომის უზრუნველსაყოფად.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა  31 მაისი, 18:00 საათი

დამატებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.