საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იდეების კონკურსს იწყებს

იდეების კონკურსი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო COVID-19-თან დაკავშირებული ბიზნეს რეგულაციებისა და სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე, საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად კონკურსს აცხადებს.

იდეების კონკურსში მონაწილეობა ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, განაცხადების მიღება 29 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი, გამარჯვებულები კი 1 მაისს გამოვლინდებიან.    გამარჯვებულ იდეას/იდეებს ახორციელებს სახელმწიფო, ხოლო გამარჯვებული იდეის ავტორი/ავტორთა ჯგუფი მიიღებს ფულად პრიზს 10,000 ლარის ოდენობით.

COVID19-თან დაკავშირებული რეგულაციებისა და სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე ბიზნეს სექტორის გამართული ფუნქციონირებისათვის კომპანიებმა  უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შესაბამისად ეტაპობრივად უნდა გაიარონ შემოწმება, რათა მუშაობის აღდგენის ნებართვა აიღონ.

იდეების კონკურსის დახმარებით სახელმწიფო შეძლებს ინოვაციური გადაწყვეტილებებით შეძლოს გაამარტივოს ნებართვების გაცემის პროცესი და   შეიქმნას შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები.

რობლემები:

  • კომპანიების შემოწმება სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით, რათა მიიღონ საქმიანობის განხორციელების ნებართვა, მიმდინარეობს ფიზიკურად ადგილზე მისვლით. თუმცა რიგებისა და დროის გამო პროცესი ჭიანურდება და არის ბევრი კომპანია, რომლებიც დარეგისტრირდა, თუმცა ჯერაც არ გაუვლიათ შემოწმება და არ მიუღიათ პასუხი.
  • ნებართვის გაცემის შემდეგ, როგორ უნდა მოხდეს კომპანიების მონიტორინგი თუ რამდენად აგრძელებენ რეკომენდაციების გათვალისწინებას.

* მონაწილეთა მიერ წარდგენილი იდეა უნდა აგვარებდეს ზემოთ აღნიშნულ ორივე პრობლემას.

მიმართულებები

  1.  სამშენებლო სექტორი
  2.  სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
  3.  სასტუმროს პერსონალი და სტუმრები
  4.  მომსახურების სექტორი (ბანკები, აფთიაქები და სავაჭრო ობიექტები)
  5.  სატრანსპორტო სექტორი
  6.  სამთო-მოპოვებითი სექტორი
  7. დამამუშავებელი მრეწველობის (კარიერის დამუშავების, არალითონური მინერალური პროდუქტების, ლითონის მზა ნაწარმის, კოქსისა და ნავთობპროდუქტების, ტექსტილის, ტანსაცმლის, ტყავის, ქაღალდის, რეზინის, პლასტმასის, მინის, მანქანებისა და მოწყობილობების, ხე-ტყის, ხის და კორპის) საქმიანობები
  8. საგამომცემლო საქმიანობები (ბეჭდური მედიის, წიგნების და ბროშურების გამოცემა)
  9. ელექტროენერგიის მიწოდება, წყლის დაგროვება/დამუშავება/განაწილება და ნარჩენების მართვა
  10. დასაქმებულთა ტრანსპორტირება
  11. მომსახურების/საოფისე სექტორი (ოპერატორები, კერძო დაცვითი და საადვოკატო  საქმიანობა,  ავტოტექმომსახურება, პრესის ჯიხურები, სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები, საბაჟო საწყობები, სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები, სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები, კომპიუტერული დაპროგრამება- კონსულტირება, საინფორმაციო სამსახურების საქმიანობები, სადაზღვევო და სალიზინგო, სარეკლამო სააგენტოების საქმიანობები, სააღრიცხვო-საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები, საგადასახადო კონსულტირება, საკონსულტაციო საქმიანობები, ბიზნესისა და მართვის, არქიტექტურული საქმიანობები, იურიდიული მომსახურება, საინჟინრო-საკონსულტაციო საქმიანობები, ონლაინ ვაჭრობა, ყველა სახის დისტანციური მომსახურება, აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ შემფასებელი პირების საქმიანობები, საგადასახადო სისტემის ოპერატორების საქმიანობები) 
  12. სოფლის მეურნეობის (მემცენარეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ცხოველთა სასაკლაოები, სასათბურე მეურნეობები) სექტორი
  13. წარმოების (ქიმიკატების, ფარმაცევული პროდუქტების წარმოება,  წისქვილების, საკვები პროდუქტების: პურისა და პურ-ფუნთუშეულის, რძის და სხვა პროდუქტების საქმიანობა ) სექტორი
  14. მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“/,,საკურიერო სერვისი“) საქმიანობები
  15. ონლაინ ვაჭრობა
  16. სხვა საქმიანობები

მონაწილეობა შეუძლიათ

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ, ამ სფეროში გამოცდილების მქონე ნებისმიერ ადამიანს. შესაძლებელია დარეგისტრირდეს როგორც ინდივიდი, ისე ჯგუფები (მაქს. 4 წევრით).

კონკურსის ეტაპები

  1. ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება და იდეის ატვირთვა
  2. აპლიკანტებიდან ფინალისტების არჩევა
  3. გამარჯვებულის გამოვლენა

16 - 29 აპრილი - აპლიკაციების მიღება

1 მაისი - გამარჯვებულის გამოვლენა

პრიზი - 10 000₾

იდეის პრეზენტაციის ასატვირთად გთხოვთ ეწვიოთ მულს:

https://bit.ly/3bdGlWT

კითხვარის, რეკომენდაციებისა და პრეზენტაციის ფაილის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.