საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

დისტანციური სესიები ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით GITA- მ და BTU -მ ახალი პროექტი წარადგინა

საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ონლაინ რეჟიმში მეწარმეობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით სესიების ჩატარებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით, სფეროში ცოდნის გადაცემის ციკლი არ შეწყდება და წარიმართება პროფესორების, სტარტაპების, დარგის ექსპერტების ჩართულობით.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნულ დარგებში დაგეგმილი ტრენინგების, გადამზადების კურსების და პროგრამების დიდი ნაწილი გაუქმდა ან გარკვეული ვადით გადაიდო. ინიცირებული სოციალური პროექტი, ონლაინ რეჟიმში იქნება ღია ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აინტერესებს გაიღრმაოს ცოდნა სტარტაპ აქსელერაციის, ფინანსებთან წვდომის, ინვესტორებთან ურთიერთობის ფორმების, სხვადასხვა ტექნოლოგიური ტრენდების და ზოგადად, სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ.