საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

Startup Grind Tbilisi - მა საერთაშორისო ვენჩურულ ინვესტორებს უმასპინძლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაჯილდოების შემდეგ საინვესტიციო კომიტეტის წევრებმა ბილ რაიჰართმა, ჯონათან თაუერმა და მარვინ ლიაომ, Startup Grind Tbilisi -ის ორგანიზებით, შეხვედრა სტარტაპერებთან გამართეს.

საერთაშორისო ვენჩურულმა ინვესტორებმა დამსწრე საზოგადოებას  საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და  რჩევები მისცეს ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად. ღონისძიება წარიმართა პანელური დისკუსიის რეჟიმში და აუდიტორიას შესაძლებლობა  ჰქონდა, პასუხები მიეღო მათთვის სასურველ კითხვებზე. 

ღონისძიების მიზანია საქართველოში ინვესტირების პოპულარიზაცია,  სტარტაპერების წახალისება და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა. შეხვედრას ტექნოლოგიური და ბიზნეს სფეროს 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო.   

ბილ რაიჰართი - სილიკონ ველი, Garage Technology Ventures- ის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, ჩერჩილის კლუბისა და VC Taskforce-ის მცირე გრანტთა მრგვალი მაგიდის თავმჯდომარე, Garage.com-ისა და ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი.

მარვინ ლიაო - ინვესტორი, ადრეული ეტაპის ვენჩურული კაპიტალისტი. იყო ვენჩურული კაპიტალის ფონდის ,,500 სტარტაპის“ მმართველი პარტნიორი, სან ფრანცისკოში ხელმძღვანელობდა აქსელერატორის პროგრამას და ახორციელებდა ინვესტიციებს ადრეული ეტაპის სტარტაპებში.

ჯონათან თაუერი - გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელიც დაფუძნებულია Silicon Valley-ში. ჯონათანმა 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 20-ზე მეტ კომპანიაში, საწარმო, სასაზღვრო ტექნოლოგიებისა და მომხმარებლის მიმართულებით.

ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ამერიკის საელჩო,  სილქნეტი, თელიანი ველი, CCLA, ტერმინალი, Nexia TA, Marketer, Entrepreneur, Giffer.