საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპი გამოვლინდა

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპი გამოვლინდა. 23-25 თებერვალს 100 000-ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად ფინალისტები საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარსდგებიან. სულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 173 განაცხადი და 2 დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის ხარისხობრივი შეფასების შედეგად შეირჩა 41 პროექტი.

თითოეულ აპლიკანტს აქვს შესაძლებლობა პორტალის მეშვეობით მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია  პროექტის შეფასების, მიღებული ქულებისა და  ექსპერტთა რეკომენდაციების შესახებ.

ფინალურ ეტაპზე გადასული სტარტაპები 15-დან 20 თებერვლის ჩათვლით,  თბილისის ტექნოპარკში (მისამართი: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7) გაივლიან სპეციალურ ტრენინგს, რომლის ფარგლებში საერთაშორისო ტრენერები (ე. წ. „ქოუჩები“) შერჩეულ გუნდებს მოამზადებენ ფინალურ ეტაპზე საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პრეზენტაციების წარსადგენად. ხოლო 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის საბოლოო გამარჯვებულები 25 თებერვალს გამოვლინდებიან.

იხილეთ 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამაში უარყოფილი სტარტაპების შეფასების ცხრილი ქულებით.