საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

Startup Grind Tbilisi- მა ბრიტანელ ინვესტორს ნელსონ გრეის უმასპინძლა

28 იანვარს  სასტუმრო Wyndham Grand-ში, სტარტაპ გრაინდმა მსოფლიო ბანკთან, ევროკავშირთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით  შეხვედრა გამართა ბრიტანელ ინვესტორთან  ნელსონ გრეისთან.  ღონისძიების მიზანია საქართველოში ენჯელ ინვესტინგის პოპულარიზაცია და სტარტაპერების წახალისება. მოწვეულმა ინვესტორმა  საკუთარი ოცწლიანი გამოცდილება გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას და მისცა რჩევები ბიზნეს პროექტების განსახორციებლად.

ნელსონ გრეი გახლავთ ბიზნეს ინვესტორთა  ჯგუფების წევრი, მან 50-ზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სხვადასხვა კომპანიაში.  ნელსონი მრავალი წარმატებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და მენტორი იყო. ის დღემდე აგრძელებს თავისი ფართო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ბიზნეს ლიდერებისთვის, ანტრეპრენერების მომზადებას იმისათვის რომ მათი ბიზნესი უფრო მასშტაბური გახდეს. ნელსონმა 2008 წელს,  წლის საუკეთესო ევროპელი ბიზნეს ანგელოზის სტატუსი დაიმსახურა,  2015 წელს კი საწარმოების ხელშეწყობისთვის  განსაკუთრებული ჯილდოს მფლობელი გახდა.