საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

საერთაშორისო კონფერენცია ტექნოპარკში

ტექნოპარკში ინოვაციურ შესყიდვებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის ტვინინგის პროექტის “საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება” ფარგლებში განხორციელდა და ის საქართველოს შესყიდვების სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბენეფიციარი სტარტაპები ესწრებოდნენ.  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალკვალიფიციურმა ექსპერტებმა ქართველ აუდიტორიას გააცნეს ევროკავშირში ინოვაციების შესყიდვების სფეროში მიმდინარე სიახლეები და გამოწვევები, ასევე გაუზიარეს მათ საუკეთესო პრაქტიკა ამ მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს სამომავლოდ სახელმწიფო შესყიდვებში ინოვაციების დანერგვასა და სტარტაპთა ჩართულობას ამ მიმართულებით. რაც სამომავლოდ გამოიწვევს ერთის მხრივ პროცედურების გამარტივებას, ხოლო მეორეს მხრივ მოხდება კერძო სექტორის წახალისება.