საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

თსუ-ში სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თსუ-ში სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გამართა. სტაჟირების პროგრამა გულისხმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ფასილიტაციით GITA-ს ბენეფიციარ სტარტაპ კომპანიებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების დაკავშირებას სტაჟირების პროგრამის საშუალებით. ამ ეტაპზე 53 ვაკანსიაა წარმოდგენილი, რომელსაც 16 სტარტაპი სთავაზობს სტუდენტებს, სტაჟირების პროგრამა სამ თვეს გაგრძელდება.  

სტაჟირების პროგრამაში შემდეგი სტარტაპები მონაწილეობენ: VRex Immersive; Lingwing; My Drug App; TTM; Pulsar AI; Elven Technologies; LiveCaller; Logmind; BIZON; B2C.GE; kalo.ge (traktor); Nasta; Travel Guide App; Anti-Gaming Studio; RNSEED Fabrik; Wandio.

სტაჟირების პროგრამის მიზანია, გაზარდოს სტარტაპ ეკოსისტემაში ჩართული ადამიანების რიცხვი, ხელი შეუწყოს ეკოსისტემაში ახალგაზრდა ინოვატორების ჩართვასა და არსებული სტარტაპ კომპანიების განვითარებას, მოახდინოს ანტრეპრენერული მიდგომების პოპულარიზება, განავითაროს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარი  უნივერსიტეტის სტუდენტებში და ხელი შეუწყოს მათ სამომავლო ინტეგრაციას შრომით ბაზარზე. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.