საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ სტაჟირების პროგრამა დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებსა და ინოვაციების სააგენტოს ბენეფიციარ სტარტაპებს შორის სტაჟირების პროგრამა დაიწყო. სტაჟირების პროგრამა გულისხმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ფასილიტაციით GITA-ს ბენეფიციარ სტარტაპ კომპანიებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების დაკავშირებას სტაჟირების პროგრამის საშუალებით. ამ ეტაპზე 53 ვაკანსიაა წარმოდგენილი, რომელსაც 16 სტარტაპი სთავაზობს სტუდენტებს, სტაჟირების პროგრამა სამ თვეს გაგრძელდება.

სტაჟირების პროგრამაში შემდეგი სტარტაპები მონაწილეობენ: VRex Immersive; Lingwing; My Drug App; TTM; Pulsar AI; Elven Technologies; LiveCaller; Logmind; BIZON; B2C.GE; kalo.ge (traktor); Nasta; Travel Guide App; Anti-Gaming Studio; RNSEED Fabrik; Wandio.

სტაჟირების პროგრამის მიზანია, გაზარდოს სტარტაპ ეკოსისტემაში ჩართული ადამიანების რიცხვი, ხელი შეუწყოს ეკოსისტემაში ახალგაზრდა ინოვატორების ჩართვასა და არსებული სტარტაპ კომპანიების განვითარებას, მოახდინოს ანტრეპრენერული მიდგომების პოპულარიზება, განავითაროს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარი უნივერსიტეტის სტუდენტებში და ხელი შეუწყოს მათ სამომავლო ინტეგრაციას შრომით ბაზარზე. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.