საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში არსებული პროექტებისა და პროგრამების გენერირება მოხდეს ერთ facebook გვერდზე, რომელიც  2016 წლიდან ამ დრომდე ფუნქციონირებს ტექნოპარკი საქართველოს სახელით. https://www.facebook.com/gitatechpark/

მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით საანგენტოს არსებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია განთავსდება აღნიშნულ გვერდზე ასევე კითხვა პასუხის რეჟიმში ექნებათ შესაძლებლობა რომ მიმართონ გვერდს და მიიღონ ამომწურავი პასუხები.

რებრენდინგის შედეგად facebook გვერდზე ნებისმიერი დაინტერესებული პირი იხილავს ინფორმაციას მიმდინარე პროგრამებზე, პროექტებზე, ვორქშოფებზე, ლექციებზე, ღონისძიებებზე და ასევე საგრანტო პროგრამებზე, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.