გლობალური ინოვაციური მეწარმოების ბანაკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გლობალური ინოვაციური მეწარმოების ბანაკს უმასპინძლა, რომლის მონაწილეები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამების ფინალისტი სტარტაპები იყვნენ.

იდეის დახვეწა, პრეზენტაციის მომზადება, საკუთარი პროდუქტის წარდგენა და ნაბიჯები სტარტაპის შემდგომი განვითარებისთვის  - პროექტის ფარგლებში ბანაკის მონაწილეები ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობდნენ.

გლობალური ინოვაციური მეწარმეობის ბანაკი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.