უნგრეთის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ტექნოპარკში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ უნგრეთის სახელმწიფო მდივანსა და ინოვაციების და ტექნოლოგიების მინისტრს ლაშლო გორგის ტექნოპარკში უმასპინძლა.

შეხვედრაზე ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ უნგრელ სტუმარს ინოვაციების რეფორმის განხორციელების პროცესის გამოცდილება გაუზიარა, გააცნო საკანონმდებლო ჩარჩო და სააგენტოს დაფინანსების პროგრამები. აღნიშნული გამოცდილება უნგრეთის 8 ტექნოპარკში ინტეგრირდება.

უნგრეთის ინოვაციების და ტექნოლოგიების სამინისტრო დაეხმარება ქართულ სტარტაპებს STYX - სა და wifisher -ს უნგრეთის ბაზარზე შესვლაში. უკვე დაიგეგმა შეხვედრა ბუდაპეშტის აეროპორტის წარმომადგენლებთან wifisher-ის პროდუქტის ინტეგრირების შესახებ.

ლაშლო გორგიმ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში მიიწვია.

უნგრეთის სახელმწიფო მდივანი თბილისს „TBILISI SILK ROAD FORUM”-ის ფარგლებში ეწვია.