Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თბილისში - ,,საქმიანი დილა''

2019 წლის 8-10 ნოემბერს თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება.

Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.

თემის დეტალებზე ,,საქმიან დილაში“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი და ,,სტარტაპ გრაინდ თბილისის“ დირექტორი გიორგი ტუხაშვილი საუბრობენ.