მემორანდუმი GITA - სა და USAID Economic Security Program -ს შორის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას (USAID Economic Security Program) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობა მიზანია საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდის ღონისძიებების სტიმულირება, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის სტიმულირება ტექნოლოგიური სტარტაპების გაძლიერების, ქართული ბიზნესის პოპულარიზაციის გაზრდის მიმართულებით. შედეგად, უნდა შეიქმნას მაღალი ღირებულების სამუშაო ადგილები, ხელი შეეწყოს ინვესტიციების მოზიდვას ბიზნესში და მათ გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში ჩართვას.
თანამშრომლობისთვის განსაზღვრულია პრიორიტეტული სექტორები, როგორიცაა ინტელექტუალური სერვისები, კრეატიული ინდუსტრიები, მსუბუქი მრეწველობა და ტურიზმი.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა.